COVID 19.

გამყრელიძე: სამი შემთხვევა გვაქვს მუტირებული შტამების

ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. 3 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათთან დაკავშირებული კლასტერები. სამი დიდი კლასტერი, სულ ერთად დაახლოებით, 31 დადებითი  ადამიანი, თუ არ ვცდები. საიდანაც შეიქმნა ეს კლასტერი, ის სამი ადამიანი მუტირებულ შტამებზე დადასტურებულია და მათთან პირდაპირ კავშირში მყოფი 31 ადამიანი ასევე, სადაც წინასწარი ლაბორატორიული მონაცემებიდან, ეს გახლავთ, როცა დადებითი არის ორ გენზე, და ერთ-ერთ გენზე უარყოფითი, აი, იქ მიგვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს მუტირებული შტამი და მიმდინარეობს იმის გაღრმავებული კვლევა, ანუ სამი დადასტურებულია სეკვენირებით და 31 მათთან დაკავშირებული ადამიანი, სადაც, დიდი ალბათობით, არის მუტირებული შტამები, ბრიტანული ძირითადად....

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ

კომენტარები