ნიკა მელიას საქმე

მელია ენმ-ში შეკრებილებს მოუწოდებს, პროვოკაციის ასარიდებლად სპეცრაზმს ტაშით შეხვდნენ

ტაბულა

ნიკა მელია ენმ-ის ოფისში შეკრებილებს მოუწოდებს, შესაძლო სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმს ტაში დაუკრას და სიმღერით უპასუხოს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ვინც ამის საპირისპიროდ მოიქცევა, სწორედ ის იქნება "შეგზავნილი" და მისი სწრაფი განეიტრალება მოხდება..

"ეს ადამიანები აქ მოვლენ, დღეს იქნება თუ ხვალ იქნება მოვალ. ნიღბებით, ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით. მე მინდა გთხოვოთ, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა და აქ მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ მეორე მხარეს დგას მონა...ღარიბაშვილო, შენ ხარ მონა, ივანიშვილის და გავრილოვის". – მიმართა ნიკა მელიამ ენმ-ის ოფისში შეკრებილებს .

დღეს ენმ-მა გაავრცელა განცხადება, რომ ხელისუფლება ენმ-ის ოფისში პროვოკაციას გეგმავს.

კომენტარები