რეკლამა

® "მულანი" – პანდემიის დროს შექმნილი სტარტაპი

რა განსხვავებული შეთავაზებები აქვს მომხმარებლებისთვის ორი მეგობრის მიერ დაარსებულ სარეკლამო სააგენტოს მაშინ, როცა მსოფლიო კოვიდპანდემიას ებრძვის, ბიზნესი კი ყველაზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ორი მეგობრი გამოწვევებს არ შეუშინდა. ქეთევან აფციაურს და თამუნა მილორავას გაუჩნდათ იდეა - შეექმნათ სარეკლამო სააგენტო, რომელშიც თავიანთ გამოცდილებას ჩადებდნენ. მიზანი მალე განახორციელეს - 2020 წლის 10 ივნისს დაარსდა სარეკლამო სააგენტო "მულანი".

რას ნიშნავს სტარტაპის წამოწყება პანდემიის დროს - ტაბულას დამფუძნებლები ესაუბრნენ.

– რა სერვისს სთავაზობს "მულანი" მომხმარებელს და როგორ შეარჩიეთ
სარეკლამო სააგენტოს სახელი?

– ჩვენ სრული სარეკლამო მომსახურეობა გვაქვს. სახელწოდების შერჩევა არ იყო მარტივი, გაჩნდა არაერთი ვერსია, რომლებიც გარვეული კრიტერიუმებით გაიცხრილა და შეირჩა სწორედ ის, რომელიც სრულად გამოხატავს იმ იდეასა და შინაარს, როგორიც დაარსების წამიდან ჯერ კიდევ სახელწოდების გარეშე გვქონდა წარმოდგენილი. მულანი (ამავე სახელწოდების ცნობილი მულტფილმის მთავარი გმირი), როგორც პერსონაჟი, არის მებრძოლი, ემპათიური და მუდამ გამარჯვებაზე ორიენტირებული, ბრენდის ბაზარზე გამოჩენის მიზანიც სწორედ ეს არის.

– რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა, მითუმეტეს პანდემიის პირობებში?

– პანდემიამ გვაიძულა, რომ რაღაცები გადაგვეფასებინა. ყველამ ახლებურად დავიწყეთ ფიქრი და მოძრაობა... სწორედ ამ წინა პირობამ შეგვაძლებინა და შევქმენით ის, რაც ყოველთვის ძალიან გვინდოდა და ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგად გამოგვდის, რადგან მანამდეც ამ სფეროში ვსაქმიანობდით და საკმაო გამოცდილებაც დაგვიგროვდა.

– რა სახის ინვესტიცია დაგჭირდათ დაარსებისთვის?

– "მულანის" ინვესტიციაა მრავალწლიანი გამოცდილება, უდიდესი ენთუზიაზმი და საკუთარის კეთების უდიდესი სურვილი.

– რამდენი თანამშრომელი გყავთ და როგორ ფუნქციონირებთ?

– "მულანში" თანასწორი, მეგობრული და კომფორტული გარემოა. მთელი გუნდი ჩართულია ყველანაირ სამუშაო პროცესში, დაწყებული იდეიდან, ტექნიკურ-ფიზიკურ სამუშაოებამდე. გვყავს ჩვენი "მუშუ-ბაჩო", რომელმაც როლი იდეალურად მოირგო და ზედმიწევნით ასრულებს მუშუს ფუნქციებს. ამ დროისათვის "მულანში" დასაქმებულია სულ რაღაც ექვსი ადამიანი, რომლებიც საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოს წარმატებულად ართმევენ თავს. ვმუშაობთ აუთსორსზეც. რეგულაციებიდან გამომდინარე ძირითადად ვსაქმიანობთ დისტანციურად.

– რას ნიშნავს იყო ქალი და ხელმძღვანელი - რა პრივილეგიას და რა შეზღუდვებს აწყდებით?

– შეზღუდვები და სირთულეები ძირითადად გამოწვეულია მიმდინარე პერიოდში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ბიზნესის ზრდის მანიშნებელზე.

– რა სიახლე შეიტანეთ ბაზარზე, რის გამოც განსხვავებული ხართ?

– გამოვირჩევით ოპერატიულობით, სანდოობით, მომხმარებელთათვის კომფორტული და ემპათიური გარემოს შექმნით. ეს შეიძლება ზოგად სიტყვებად ჩანდეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მანამდე ჩვენც ვიყავით დამკვეთების როლში, ზუსტად ვიცით რას ნიშნავს ზემოთ ჩამოთვლილი უნარების საჭიროება.

– რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებელს?

– იმისათვის, რომ "მულანი", როგორც ბრენდი არ დარჩეს უკვე არსებული სარეკლამო ბაზრის რიგით ჯარისკაცად, შევქმენით სარვამარტო თემატიკის, თუმცა არასტანდარტული შეთავაზება. სიმბოლურია, რომ ჩვენი ერთ-ერთი პირველი პროექტი სწორედ ქალებთან დაკავშირებული დღესასწაულების მეტად გადღესასწაულებას ისახავს მიზნად. პროექტი ეხება სარვამარტოდ ყვავილების ჩუქების ტრადიციას - მთავარი მესიჯით „აჩუქე ყვავილები“. ყვავილებში მოიაზრება აუცილებლად ცოცხალი და გრძელვადიანად დადებითი ემოციის გამომწვევი პროდუქტი. ასევე მისი შეფუთვა გათვალისწინებულია სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანებისათვის. ვამზადებთ ეკომეგობრულ შეფუთვას კრაფტით, ტექსტილით, ხის და ქართული, ხელნაკეთი კერამიკის ქოთნებით, მინის ტერარიუმები ორიგინალური დეკორაციებით და ა.შ. პროექტი გათვლილია ძირითადად კორპორატიული კლიენტებისათვის.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– მომავლისთვის აუცილებლად ვგეგმავთ საკუთარი ჰიბრიდული მინისაწარმოს შექმნას, რომელიც იქნება არამარტო კორპორატიული კლიენტებისთვის, არამედ სივრცე, სადაც ყველას შეეძლება სტუმრობა და თავიანთი იდეების განხორციელება. უფრო დეტალურად ამ საკითხზე ვისაუბრებთ, როცა ამ ყველაფერს საფუძველს ჩავუყრით.

 

კომენტარები