კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 147 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 5 275 ტესტი

DW

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 275 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი.

22 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 268 502 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 262 244 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 447  კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა.  

15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ასევე, კვების ობიექტებს 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღება შეუძლიათ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები