კორონავირუსი და სკოლები

ჩხენკელი: ჩვენი მთავარი მიზანია, აღარ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა

ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით უნდა  დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, რომ ჩვენს  მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, საკლასო ოთახში გააგრძელონ სწავლა. შემდეგი ეტაპი იქნება საბავშვო ბაღები, ამის შემდეგ – პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები. 

პროცესს დეტალურად ვაკვირდებით, თუ რა გავლენას იქონიებს საკლასო ოთახებში დაბრუნება ეპიდსიტუაციაზე. მინდა გითხრათ, რომ მშვიდობით მიდის პროცესი. ჩვენ ინდივიდუალურად,  წერტილოვნად ვმართავთ ყველა სკოლას. თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ სემესტრს საკლასო ოთახებში დავასრულებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, აღარ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ეს არის მთავარი...

განათლების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჩხენკელი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები