კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 396 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 18 015 ტესტი

iStock [illustration]

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 015 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 021, ხოლო PCR ტესტი – 6 994. დადასტურდა ინფიცირების 396 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი.

20 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 268 097 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 261 066 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 425 კი გარდაიცვალა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა.  

15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. ასევე, კვების ობიექტებს 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღება შეუძლიათ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები