გამოხმაურებები ნიკა მელიას საქმეზე

მიკსი და მაკკოლი: ძლიერი ქართული დემოკრატია საკვანძოა რეგიონის სტაბილურობისთვის

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატმა, გრეგორი მიკსმა და ამავე კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა წევრმა, მაიკლ მაკკოლმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ყველა პოლიტიკურ მხარეს დემოკრატიის პრინციპების პატივისცემისა და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაბმისკენ მოუწოდეს.

"ესკალაცია საფრთხეს ქმნის ძირი გამოუთხაროს იმ დემოკრატიულ პროგრესს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა იბრძოლა. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს დემოკრატიის პრინციპებს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რაც მელიასთან დაკავშირებულ მოვლენებს მშვიდობიანად გადაწყვეტს. 

ძლიერი და გამძლე ქართული დემოკრატია, კანონის უზენაესობის პატივისცემა და მრავალპარტიული სისტემა საკვანძოა საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობისთვის". – წერია განცხადებაში.

დღეს, 20 თებერვალს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საერთო განცხადებით გამოეხმაურნენ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და მისი მოადგილე, დემოკრატი სენატორი, ჯინ შაჰინიც. ისინი წერენ, რომ მოხარულები არიან ნიკა მელიას დაკავების "გაუქმების" გადაწყვეტილებით.

კომენტარები