ოკუპირებული აფხაზეთი

გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთას რაიონში, ოჩამჩირეს ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა, Sputnik Abkhazia ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძარი საოჯახო სასტუმროს გაუჩნდა, სადაც რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ოთახები აღებული.

ხანძრის მიზეზი და ის, რატომ ვერ მოასწრეს ბავშვების გამოყვანა, ჯერჯერობით უცნობია.
 

კომენტარები