სამთავრობო ცვლილებები

რიმა ბერაძე ღარიბაშვილზე: 2012 წლის ღირებულებების სახეა, მჯერა, საუკეთესო პრემიერი იქნებით!

მომავალი პრემიერმინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპული, პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფო მართველობაში გამოცდილი პიროვნება. მისი პრემიერობის დროს, საქართველომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ვიზალიბერიზაცია მოიპოვა.

ის იყო ძალიან წარმატებული შსს მინისტრი, წარმატებული თავდაცვის მინისტრი, სადაც ჩვენი ჯარისკაცების სამუშაო პირობები უმაღლეს დონეზე ავიდა. ბატონი ირაკლი არის 2012 წლის 1 ოქტომბრის, იდეალებისა და ღირებულებების სახე.

მე მჯერა, რომ თქვენ იქნებით საუკეთესო პრემიერი. თქვენ იქნებით ის პრემიერი ვინც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. წარმატებები!!!

წერს ქართული ოცნების დეპუტატი, რიმა ბერიძე საკუთარ Facebook გვერდზე.

კომენტარები