სამთავრობო ცვლილებები

ელისაშვილი ოცნებას: სააკაშვილს ეხმარებით, რომ დაბრუნდეს და ძვლებში დაგვამტვრიოს

ალეკო ელისაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ქართულ ოცნებას მიმართა და შეახსენა, რომ მელიას დაკავებით "პროცესების ჩიხში შესვლაზე" აფრთხილებდა მათ. 

"ზუსტად 2 დღის წინ, ამ დარბაზში, ქართულ ოცნებას მოგიწოდეთ, რომ არ მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის. ვამბობდით, რომ პარლამენტი დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელდება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში. დღეს პროცესები ჩიხშია შესული, ვხედავთ, რა ხდება ქუჩაში, პრინციპში, არის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. ჩვენ გთხოვდით და მოგიწოდებდით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ამ ქვეყნის სიყვარული გამოგევლინათ და არ მიგეღოთ ის გადაწყვეტილება მაშინ, მაგრამ ჩვენთან წესია ასეთი, რომ ოპოზიციას არ უნდა უსმინო". –ამბობს ელისაშვილი. 

მისივე თქმით, ისინი მსგავსი ქმედებებით სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებაში ეხმარებიან. 

"სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ეხმარებით, რომ თავისი ამდენი წლის  დაგროვილი რევანში, ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს მეგის ქარდავა. ეს გინდათ, როგორც ჩანს". – ამბობს ელისაშვილი. 


საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია. გახარიას თქმით, ასეთი ღონისძიება მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ესკალაციის არანაირი რისკი არ იარსებებს. 

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ამ დროისთვის, ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად ერთიანი ნაციონალუირ მოძრაობის ოფისშია. როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ენმ-ის თავმჯდომარის დაკავების საშუალებას არ მისცემენ და მათ ოპოზიციურ სპექტრის წინააღმდეგ ძალის გამოყენება მოუწევთ. 

    კომენტარები