ნიკა მელიას საქმე

მელია: რობოკოპები როგორც მოვლენ, ისე წავლენ, თავისუფლების იდეაზე ვერ გაიმარჯვებენ

ძალიან ადამიანური ენით ვიტყვი - ამ ხელისუფლების საქმე წასულია. თუ მოვლენ რობოკოპები, როგორც მოვლენ, ისე წავლენ. როგორც დღეს სამსახურში გამოცხადდნენ, ისევ წავლენ სახლებში, გაიხდიან იმ სპეციალურ აღჭურვილობას. ხვალ ისევ გამოცხადდებიან, ზეგ ისევ წავლენ. ერთ მშვენიერ დღეს ბევრი მათგანი სამსახურსაც თავს დაანებებს. იმ სამსახურს, რომელიც არის ერთი კაცის სამსახური, არა ქვეყნის სამსახური. ეს ადამიანები, ვინც დღეს იქ იქნებიან, აბსოლუტური უმრავლესობა არის ბიძინა ივანიშვილს სამსახურში. შესაბამისად, ისინი ვერ გაიმარჯვებენ თავისუფლების იდეაზე. ვერ გაიმარჯვებენ რომელიმე ცალკე აღებულ პოლიტიკოსებზე, პარტიებზე კი არა, თავისუფლების იდეაზე, ქართველ ხალხზე.

რაც არ უნდა კადრებში გამოაჩინონ ფარები და სხვადასხვა აღჭურვილობა, ამით უკან ვერავის ვეღარ დაგვახევინებენ. არ ვხუმრობთ, ჩვენ ვართ ბრძოლაში, რომელიც საამაყოა, ბრძოლაში, სადაც ნატრულობს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ პატრიოტი ადამიანი, რომ მის თაობას ჰქონდეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში...

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მთავართან ინტერვიუში. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მელია ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ოფისშია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პარტიის ოფისთან ახლოს მდებარე ბაზაზე სამართალდამცავების მობილიზებაა.

კომენტარები