ბიტკოინის ფასმა $50 ათასს გადააჭარბა, რაც ახალი რეკორდია

ფოტო: coingape.com

ბიტკოინის [BTC] ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს, 50 341 დოლარს მიაღწია

ბიტკოინის ფასი თითქმის ერთი წლის წინ 5 000 დოლარს შეადგენდა, ფასის გაათმაგების მიუხედავად, ბოლო 24 საათში ის კიდევ 1 600 დოლარით გაიზარდა. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინი მსოფლიოში რიგით მერვე ყველაზე ღირებული აქტივია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 916 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბოლო თვის განმავლობაში ბიტკოინმა ისეთ კომპანიებს გადაასწრო, როგორებიცაა: Facebook, Tencent, Tesla, Alibaba და Visa. 

ფასის რეკორდული ზრდა მსხვილი კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების კრიპტოვალუტით დაინტერესებითაა გამოწვეული.

რამდენიმე კვირის წინ კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა და ის გადახდის ალტერნატიულ საშუალებადაც მიიღო. 

ინიციატივას შეუერთდა Mastercard-იც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Mastercard-ი მხარს უჭერს კრიპტოვალუტას და მომხმარებლებს კრიპტო აქტივების ტრანზაქციისა და შენახვის საშუალებას მისცემს. 

JPMorgan Chase & Co.-ს ვარაუდით, ბიტკოინის ფასმა, შესაძლოა, 146 000 დოლარს გადააჭარბოს.
 

 

კომენტარები