კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 740 ახალი შემთხვევიდან თბილისში 328 დადასტურდა, იმერეთში – 138, კახეთში – 33

iStock [illustration]

ბოლო 24 საათში COVID 19-ით  ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 328 , აჭარაში – 32, იმერეთში – 138, ქვემო ქართლში – 25, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 41, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 3 შემთხვევა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტია 395, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი.

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 20 549 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა.  

16 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 266 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 259 228 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 377 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა.  

15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში აგნახლდა. ასევე, კვების ობიექტებს 15 თებერვლიდან ღია სირვეებში სტუმრების მიღება შეუძლიათ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები