"მე ვარ ის ეპისკოპოსი საქართველოს ეკლესიაში, რომლის ეპარქიაშიც რუსები წირვას ვერ ატარებენ, სანამ ცოცხალი ვარ, ვერც ჩაატარებენ, სანამ დაპყრობილი აქვთ ჩვენი ქვეყანა" - ასე უპასუხა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა კითხვას, რუსეთის ჩარევას თუ ხედავს ან ხედავდა საქართველოს საპატრიარქოში.
"ზოგადად ტელევიზიები რას ცდილობთ, თქვენ საქართველო გიყვართ? როდესაც საქართველოს ეკლესიაზე იძახით - რუსული, რუსული... საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოვდივართ, ჰო? თუნდაც ამას რომ მეკითხებით, რუსული ჩარევის ერთ-ერთ მაგალითად ჩავთვლი. რომ გავალებენ მასეთ კითხვებს, ვინც გავალებს, რუსულ საქმეს ემსახურებიან. აბსოლუტურად ემსახურებით რუსულ საქმეს, რაც არ უნდა მითხრათ, ემსახურებით, შეიძლება, ფულსაც გიხდიან რუსები" - მიმართა მეუფე იაკობმა ჟურნალისტს.