კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ზე გატესტილ რელიგიის მსახურებში დადებითობა 1%-ია, მასწავლებლებში 0.2%

meed.com

გასული კვირების განმავლობაში კორონავირუსზე გატესტილ რელიგიის მსახურებში, დადებითობის მაჩვენებელი 1%-ია. თქვა ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 0.5% ტაქსის მძღოლების ტესტირებისას აღირიცხა. ამირან გამყრელიძის ცნობით, გაიტესტა 20 0000-მდე ტაქსის მძღოლი.

ბაზრობის მოვაჭრეებში დადებითობის მაჩვენებელი 0.4%-ია. 0.2%-ია მოლებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში დასაქმებულებში, ასევე 0.2%-ია დადებითობის მაჩვენებელი გატესტილ პედაგოგებში (ამ დრომდე გაიტესტა 50 000-მდე მასწავლებელი).

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა  9 197  ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 639 ადამიანი.

15 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  265 722 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 258 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა,3 363 კი გარდაიცვალა.

 

კომენტარები