კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 165 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 9 197 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა  9 197  ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 639 ადამიანი.

15 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  265 722 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 258 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა,3 363 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

 

 

 

კომენტარები