კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: მე ამას კომენდანტის საათს არ დავარქმევდი, კომენდანტის საათი გაცილებით მკაცრია

ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც დავაწესეთ ეს "წერტილოვანი შეზღუდვები", იყო სწორედ ღამის საათების [გადაადგილების] შეზღუდვა, მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, კომენდანტის საათი გაცილებით მკაცრი რამაა.

სწორედ ამ გადაწყვეტილებისა და ზომის გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე. ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ფორმა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც, მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებას ან გაუქმებას წინ დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, არ შეიძლება, ყველაფერი ერთად რომ შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კითხვის საპასუხოდ, იგეგმება თუ არა კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაადგილების შეზღუდვის დროის გადაწევა.

კომენტარები