ტრეილერი

ჯარედ ლეტო ჯოკერის როლს დაუბრუნდა - სამართლიანობის ლიგის ახალი ტრეილერი

HBO Max-მა განახლებული სამართლიანობის ლიგის ტრეილერი გამოუშვა, რომელშიც ჯარედ ლეტოს მიერ განსახიერებული ჯოკერი პირველად გამოჩნდა.

რეჟისორმა ზაკ სნაიდერმა პროექტი პირადი პრობლემების გამო 2017 წელს დატოვა. სურათი მისი ჩართულობის გარეშე დაასრულეს, მრავალი სცენა, პერსონაჟი და სიუჟეტური ხაზი სრულიად ამოიჭრა ან რადიკალურად შეიცვალა. წლების განმავლობაში რეჟისორი საკუთარი ვერსიის ჩვენებისთვის იბრძოდა. 2020 წელს მან HBO-სგან დაფინანსება, ხოლო Warner Bros.-ისგან თანხმობა მიიღო. 

სნაიდერმა ფილმში DC-ის სამყაროს უდიდესი ბოროტმოქმედი, ჯოკერი შემოიყვანა. ახალ სცენებში, რომლებიც თავდაპირველად სცენარითაც არ იყო გათვალისწინებული. ჯოკერს ჯარედ ლეტო უკვე მეორედ განასახიერებს, პირველად მისი პერსონაჟი თვითმკვლელთა რაზმში გამოჩნდა.

 

კომენტარები