ილონ მასკი

ილონ მასკი ვლადიმირ პუტინს სოციალურ ქსელ Clubhouse-ში სასაუბროდ იწვევს

ილონ მასკი

SpaceX-ის დამფუძნებელი და Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სოციალურ ქსელ Clubhouse-ში საუბრისთვის გაწევრიანებას სთავაზობს. პუტინს მასკმა Twitter-ზე ინგლისურად და რუსულად მიმართა და კრემლის ოფიციალური ანგარიში მონიშნა:

"Clubhouse-ში საუბრისთვის ხომ არ შემომიერთდებოდით?"

"დიდი პატივი იქნებოდა თქვენთან საუბარი".

ახალი სოციალური ქსელი Clubhouse-ი 2020 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, ის კომპანია Alpha Exploration Co-ს ეკუთვნის. 2021 წლის დასაწყისში სოციალური ქსელი განსაკუთრებით პოპულარული გახდა. Clubhouse-ის აპლიკაცია ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას იძლევა. სოციალურ ქსელში გაწევრიანება მხოლოდ სპეციალური მოწვევის შემდეგ არის შესაძლებელი.

კომენტარები