არავინ არანაირ პოსტს არ ტოვებს. გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას. ის არის ძალიან სერიოზული, ღირსეული სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ქვეყანა უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და, ასევე, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორც არასდროს, ახლა საჭიროა ერთიანობა. გუნდი ისე ერთიანია, როგორც არასდროს და ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და უსაფუძვლო განცხადებები, რაზეც არც ღირს კომენტარის გაკეთება.
tbl.ge/5eze
დაკოპირდა

ამბობს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფიგზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ტოვებს თუ არა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პოსტს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




