მეხანძრე-მაშველები

მეხანძრე-მაშველი მოვალეობის შესრულების დროს კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ცნობით, თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები