ადვოკატი კატის ფილტრში

ადვოკატი ვირტუალურ სასამართლო სხდომაზე შემთხვევით კატის ფილტრით ჩაერთო — VIDEO

აშშ-ს შტატ ტექსასში ადვოკატი როდ პონტონი Zoom-ში მიმდინარე ვირტუალურ სასამართლო სხდომაზე შემთხვევით კატის ფილტრით ჩაერთო.

სხდომაზე კატის გამოსახულების გამოჩენის შემდეგ მოსამართლე როი ფერგიუსონმა ადვოკატს ურჩია, რომ Zoom-ის პარამეტრები გაესწორებინა. მანამდე როდ პონტონმა არ იცოდა, რომ მას კატის ფილტრი ედო.

“ბატონო პონტონ, დარწმუნებული ვარ პარამეტრებიდან შემთხვევით ფილტრი ჩართეთ”. –უთხრა მოსამართლემ ადვოკატს.

კატის ფილტრში გამოსახული როდ პონტონი მოსამართლეს პასუხობს, რომ არ იცის, როგორ დააბრუნოს თავისი გამოსახულება და ამაში მას ასისტენტი ეხმარება.

“გესმით ჩემი მოსამართლევ? აქ ვარ, ცოცხალი და არ ვარ კატა”. – ამბობს ის.

ადვოკატი CNN-თან საუბრისას ამბობს, რომ ეს არ ყოფილა დაგეგმილი შემთხვევა და საკუთარ თავს კატის ფილტრი მართლაც შემთხვევით დაადო.

“ეს ამბავი ნამდვილად მოხდა და არანაირ ხუმრობას არ შეიცავს”. – თქვა მან.

 

 

კომენტარები