ევროკავშირი-რუსეთი

ბორელი: შესაძლოა, ულმობელ რუსეთს, ახალი სანქციები დავუწესოთ

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, მოსკოვი გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისთვის. მან ვლადიმირ პუტინის მთავრობა დაახასიათა როგორც "დაუნდობელი", ავტორიტარული და დემოკრატიის მოშიშარი

"როგორც ჩანს, დემოკრატიული ალტერნატივების განვითარების ადგილი თითქმის არ არსებობს ... ისინი დაუნდობლები არიან ამგვარი მცდელობების ჩასახშობაში". –განუცხადა მან ევროპარლამენტს და თქვა, რომ სჯერა, კრემლი დემოკრატიას "ეგზისტენციალურ საფრთხედ" განიხილავს. 

ბორელმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში მისმა ვიზიტმა გაუმყარა შეხედულებები, რომ რუსეთს ევროპისგან განშორება, დასავლეთის დაყოფა უნდა. 

"რუსეთის მთავრობა შემაშფოთებელი ავტორიტარული გზით ეშვება". – თქვა მან და აღნიშნა, რომ "რუსეთი ჩვენ დაყოფას ესწრაფვის".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მოსკოვს ბრალს სდებს ბორელის ვიზიტის დროს "აგრესიული პოზიციის" ქონაში - "ევროკავშირს ვენ დააშინებენ".

მაშინ, როდესაც ბორელი მოსკოვში ჩავიდა და სერგეი ლავროვს შეხვდა, მოსკოვმა ევროკავშირიდან სამი დიპლომატი გააძევა. ბორელმა თქვა, რომ მათი გაძევების შესახებ ვიზიტის დროს სოციალური ქსელიდან გაიგო. 

ევროკავშირის დეპუტატების ნაწილმა განაცხადეს, რომ კრემლს ბორელის დამცირება სურდა, რათა მესიჯი გაეგზავნა დასავლეთისთვის, რომ დასავლეთი რუსეთის შიდა საქმეებისგან განზე უნდა გადგეს. 81 დეპუტატი ბორელის გადადგომის მოწოდებით გამოვიდა. 

ბორელმა თქვა, რომ მიზანმიმართული სანქციები ახლა ვარიანტია, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების მიერაა გადასაწყვეტი შემდეგი ნაბიჯები.

კომენტარები