ბელარუსი

ბელარუსის აქციების გაშუქებისთვის ჟურნალისტებს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ თებერვალს მინსკის სასამართლოში გაიმართა ორი ბელორუსი ჟურნალისტის სასამართლო პროცესი, რომლებიც პოლონურ ტელევიზიაში, Belsat-ში მუშაობდნენ. 

პროკურორები ანდრეევასა და ჩულცოვას ადანაშაულებენ პირდაპირი ტრანსლირებით საპროტესტო აქციების კოორდინაციაში. ისინი ბრალდებას, რის გამოც სამწლიანი პატიმრობა ელით, უარყოფენ. 

რეპორტიორი და Belsat-ის ოპერატორი, ეკატერინა ანდრეევა და დარია ჩულცოვა, ნოემბერში, აქციების შემდეგ დააკავეს.

ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ მათ დაკავებას. 

ნიუ-იორკში არსებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ბელარუს მაღალჩინოსნებს დაჟინებით მოუწოდებს, შეეშვას "აბსურდულ" ბრალდებებს და ყოველგვარი პირობების გარეშე გაათავისუფლონ ისინი. 

"ბელარუსის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების დასჯა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გაშუქების გამო და თავისუფლად, სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მუშაობის ნება მისცენ მათ". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები