კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 204 ახალი შემთხვევიდან თბილისში 86 დადასტურდა, იმერეთში – 32, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 14

COVID 19-ის გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 32, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 13, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე 499 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 134 პაციენტი იმყოფება. 

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 573 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა. ვირუსისგან 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

8 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 4 554  აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19 დაუდასტურდა 262 228 პირს, მათგან  254 350 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 298 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში გაიხსნა კვების ობიექტების გარე სივრცეები. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან – სრულად 

კომენტარები