სუპერ ბოული 2021

ტომ ბრეიდის მეტი ოქროს ბეჭედი აქვს მოპოვებული ვიდრე NFL-ის ნებისმიერ გუნდს

Today Show

წლევანდელი სუპერ ბოულის გამარჯვებული Tampa Bay Buccaneers გახდა. მის შემადგენლობაში მყოფმა ტომ ბრეიდიმ კი პირადი რეკორდი დაამყარა და ყველა დროის საუკეთესო ამერიკული ფეხბურთელის მოთამაშის სტატუსი მოიპოვა. 

ბრეიდი პირველი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეა, რომელმაც ოქროს ბეჭედი შვიდჯერ მოიპოვა. გარდა ამისა, მხოლოდ ბრეიდის უფრო მეტი ჩემპიონატი აქვს მოგებული ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს სუპერ ბოულის 55-წლიან ისტორიაში. 6-6 ოქროს ბეჭდის მფლობელები ბრეიდის ყოფილი გუნდი New England Patriots (ექვსივე გამარჯვება გუნდმა ბრეიდის თამაშის პერიოდში მოიპოვა) და Pittsburgh Steelers არიან. 

43 წლის ბრეიდი პროფესიონალურ ფეხბურთს 21 წელია თამაშობს. აქედან კარიერის 19 წელი New England Patriots-ში აქვს გატარებული, რომელთან ერთადაც 6 ჩემპიონობა და 6 ოქროს ბეჭედი იზეიმა. 2020 წელს გადავიდა ტამპა ბეიში - გუნდში რომელიც სუპერ ბოულის ფინალში უკანასკნელად 2002 წელს მოხვდა.

Tampa Bay Buccaneers-ისთვის ეს რიგით მეორე ჩემპიონის ტიტულია. პირველი გამარჯვება კლუბმა 2002 წელს მოიპოვა.

კომენტარები