სუპერ ბოული 2021

THE WEEKND-მა სუპერ ბოულის შესვენება გააფორმა - [VIDEO]

სუპერ ბოულის შესვენება წელს არენბი მომღერალმა Weeknd-მა გააფორმა.

მუსიკოსი რეიმონდ ჯეიმსის სახელობის ტამპას სტადიონზე 25 000 მაყურებლის წინაშე წარდგა. მომღერალი 15 წუთის განმავლობაში საკუთარი რეპერტუარიდან სიმღერებს ცოცხლად ასრულებდა. პერფომანსში ასობით მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა. ვიზუალური ეფექტებითა და ფოიერვერკით გაფორმებული კონცერტი რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა. 

შესვენების შოუს, რომლის ტრადიციული სპონსორი Pepsi-ია, მრავალწლიანი ისტორია აქვს, სხვადასხვა დროს ფინალი ისეთ მუსიკოსებს აქვთ გაფორმებული, როგორებიც მაიკლ ჯექსონი, პრინსი, ბიონსე, მარკ ენტონი, ლეიდი გაგა, პოლ მაკკარტნი, U2, Coldplay არიან. შარშანდელი სუპერ ბოულის შესვენებაზე პერფომანსით შაკირა და ჯენიფერ ლოპესი წარდგნენ.

კომენტარები