თბილისის მერია

8 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა იკრძალება

ტაბულა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 8 თებერვლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ, ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ავტობუსებისთვის განკუთვნის ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები იყო და მძღოლები არ ჯარიმდებოდნენ. 8 თებერვლიდან აღნიშნულ ზოლებში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე მუშაობას განაახლებენ. გამონაკლისია მეტრო-სადგური გოცირიძე, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპრტი შაბათ-კვირას არ იმოძრავებს.

ვრცლად რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები