კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 404 ახალი შემთხვევიდან თბილისში 188 დადასტურდა, იმერეთში – 73, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 26

iStock [illustration]

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევიდან თბილისში 188 დადასტურდა, იმერეთში – 73, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი –26.

აჭარაში ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 26, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 1,  სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 508 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 138 მართვით სუნთქვაზეა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 573 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა. ვირუსისგან 799 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

7 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 101 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19 დაუდასტურდა 262 024 პირს, მათგან  253 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 283 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში გაიხსნა კვების ობიექტების გარე სივრცეები. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ელი თებერვლიდან, ვრცლად წაიკითხეთ  აქ

კომენტარები