კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული 509 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 141 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 509 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 141 მართვით სუნთქვაზეა.

  • მძიმე პაციენტებიდან თბილისში 216 პირი მკურნალობს, აჭარაში – 40, იმერეთში – 131.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 100 ადამიანია, აჭარაში – 5, იმერეთში კი – 16.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 18 335 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 569 პაციენტი. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 5 510 აქტიური შემთხვევაა.

6 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 261 620 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  252 815 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 269 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში გაიხსნა კვების ობიექტების გარე სივრცეები. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ელი თებერვლიდან, ვრცლად წაიკითხეთ  აქ

კომენტარები