კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 602 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 18 335 ტესტი

partner.sciencenorway.no

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 335 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა. ვირუსისგან 569 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

6 თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 510 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID 19 დაუდასტურდა 261 620 პირს, მათგან  252 815 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 269 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში გაიხსნა კვების ობიექტების გარე სივრცეები. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ელი თებერვლიდან, ვრცლად წაიკითხეთ  აქ

კომენტარები