რუსული ოკუპაცია

გახელაძის დედა: გვაიმედებენ, ყველაფერს ვიზამთო, მაგრამ ეს მალე როდის იქნება, არ ვიცი

12 წელი და ექვსი თვე, უდანაშაულო შვილი, უკვე 7 თვე ხდება, ისედაც იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი იქ არ არსებობს, რომ გადაეკვეთა. არავინ დაუჭრია, არავინ მოუკლავს. რას ედავებიან, რატომ მისცეს ამდენი, არ ვიცი. 

გვაიმედებენ, ყველა ბერკეტს ავამუშავებთ, რომ ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მალე იქნება ეს დრო. მამამისს წამლებით ვასულიერებ, ბავშვები უკვე აღარც დღეებს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა. 

ამათთვის არც ახალი წელი იყო, არც დაბადების დღე. არც გაზაფხული მოვა, არც ზაფხული, ალბათ. არ ვიცი, ჩვენთვის როდის რა იქნება. 

დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

კომენტარები