კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინო: ჯოკერი ერთფეროვანი, მაგრამ ეფექტური ფილმია

Be Funky

საკულტო რეჟისორი კვენტინ ტარანტინო თავისი კოლეგის, ედგარ რაითის პოდკასტს ეწვია. კინომოღვაწეებმა ბოლო წლების გახმაურებული ტოდ ფილიპსის ფილმი, ჯოკერი შეაფასეს, რომელშიც კომიქსების ბოროტმოქმედის როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

ტარანტინომ ფილიპსის ნამუშევარი ასე შეაფასა:

  • "ჯოკერი დიდ ეკრანზე სანახავი ფილმია. თუ ამ ფილმს თვითმფრინავში, სტრიმინგზე ან ტელევიზორში უყურეთ ჩათვალეთ ჯოკერი არ გინახავთ. შედარებისთვის, კარგი სექსის ნაცვლად მასტურბირებდით". - ამბობს რეჟისორი.
  • ტარანტინოს აზრით, ჯოკერი ერთფეროვანი, მაგრამ კარგი ტემპის მქონე ეფექტის მომხდენი ფილმია.
  • რეჟისორს არ მოეწონა რომ ჯოკერი სკორსეზეს ტაქსის მძღოლს ჰგავს: "რა საშინელ სამყაროში ვცხოვრობთ, იღებ ტრევის ბარკერს 70-იანებიდან და სახეს უცვლი, თითქოს პოპკულტურის არტეფაქტი იყოს".
  • ტარანტინო თვლის, რომ საუკეთესო სცენა ფინალურია, რომელშიც ჯოკერი რობერტ დენიროს პერსონაჟს კლავს: "ფინალისკენ ატმოსფერო იძაბება, კინოთეატრში მყოფი მაყურებელი შეშლილს გულშემატკივრობს, რომელიც უდანაშაულო ადამიანს კლავს".

2019 წლის შემოდგომაზე გამოსული ჯოკერის პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სურათმა მთავარი ჯილდო, ოქროს ლომი დაიმსახურა. მოგვიანებით ფილმმა მთავარი როლის შემსრულებელს, ხოაკინ ფენიქსს ოსკარი მოუტანა.

კომენტარები