კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული 538 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 146 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 538 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 146 მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 236 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 45, იმერეთში – 134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 103 ადამიანია, აჭარაში – 6, იმერეთში კი – 16.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 16 808 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი.  დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.51%-ია, ბოლო 14 დღის – 4.41%.

5 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 261 018 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 252 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 258 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში გაიხსნა კვების ობიექტების გარე სივრცეები. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ელი თებერვლიდან, ვრცლად წაიკითხეთ  აქ

 

კომენტარები