კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული 559 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 153 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 559 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 153 მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 253 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 45, იმერეთში – 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 110 ადამიანია, აჭარაში – 6, იმერეთში კი – 14.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 15 792 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 788 პაციენტი.  

3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  259 897 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 251 077 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 221 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები მოიხსნა 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები