2021 წელს გარდაცვლილები

95 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ჰელ ჰოლბრუკი გარდაიცვალა

Variety

96 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ჰელ ჰოლბრუკი გარდაიცვალა. 

მსახიობმა 1954 წელს მონო-სპექტაკლით "Mark Twain Tonight!" გაითქვა. საკუთარ დადგმაში ჰოლბრუკმა ლეგენდარული ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის როლი შეასრულა. მოგვიანებით მსახიობმა სპექტაკლისთვის უმაღლესი თეატრალური ჯილდო "ტონი" მიიღო. 1971 წელს სატელევიზიო ფილმ "Pueblo"-ში შესრულებული როლისთვის ორი "ემის" მფლობელი გახდა. შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში - "The Fog", "Wall Street", "Sopranos", "All The Presidents Men", "The Firm", "Into The Wild", უკანასკნელისთვის გახდა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, "ოსკარის" ნომინანტი.

ჰოლბრუკი საკუთარ სახლში ბუნებრივი მიზეზებით 2021 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა, ინფორმაცია მსახიობი სიკვდილის შესახებ მოგვიანებით, 2 თებერვალს გავრცელდა.

კომენტარები