დავითგარეჯის საქმე

მდინარაძე: ჩვენი ხელწერა არ არის თავდასხმის და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების წახალისება

ჩვენი ხელწერა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის რაიმე თავდასხმის და ადამიანის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების წახალისება, ამისგან ვართ ძალიან შორს. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ნებისმიერი ფორმით თავდასხმა ადამიანზე, მისი პატივის და ღირსების შელახვა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე. დღეს Facebook მომხმარებელმა, სოფო სამუშიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ივერი მელაშვილს მოქალაქე ბაქარ ადამია სავაჭრო ცენტრში შეურაცხყოფას აყენებს. მელაშვილის უფლებადამცველის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მელაშვილის პირისპირ შეურაცხყოფაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების პროპაგანდაა.

კომენტარები