დავითგარეჯის საქმე

მშვენიერაძე: მელაშვილის პირისპირ შეურაცხყოფაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების პროპაგანდაა

ივერი მელაშვილს, დღეს, ალტას მაღაზიაში, პირისპირ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

განვმარტავ, რომ პირისპირ შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ზოგიერთი უვიცი თუ ამ ფაქტის ასეთად მონათვლას შეეცდება, წინასწარ იცოდეს. ამავდროულად, პასუხიმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ.

სიმბოლურია, რომ ბიძინას საყვარელი გაზეთი "ასავალ-დასავალი" დღეს სწორედ ამ ტიპის სლოგანით - "ქართველი მაგას ფეხქვეშ გაიგებს" - გამოვიდა.

ასე იწყებოდა გასული საუკუნის 30-იანი წლები

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ეხმაურება. 

კომენტარები