კორონავირუსი საქართველოში

ტრანსპორტის სამსახურის უფროსი: მაქსიმალურად თავი შეიკავეთ მანქანებით გადაადგილებისგან

მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი მოსახლეობას მოუწოდებს, ქალაქში მანქანით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. 

როგორც წილოსანი წერს, რიგი შეზღუდვების მოხსნის გამო, ქალაქში საცობები შეიქმნება. 

"გამარჯობა, დღეს მოიხსნა რიგი შეზღუდვები, შესაბამისად გაიზრდება მობილობა და ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, ველოდებით საცობებს, ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ ავტომობილებით გადაადგილებისგან.

წარმატებულ დღეს გისურვებთ". – წერს წილოსანი.


თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები