დავითგარეჯის საქმე

ჯაღმაიძე დავითგარეჯის საქმეზე: სახელმწიფოსგან ველით ქმედით ნაბიჯებს

მთავარი არხი

საპატრიარქოს პრესპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ TV პირველის ეთერში დავითგარეჯის საქმეზე ისაუბრა. დეკანოზი აღნიშნავს, რომ საქმის სწორად წარმართვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და საპატრიარქო სახელმწიფოსგან "ქმედით ნაბიჯებს" ელის.

"სიმძიმე საქმის სწორად წარმართვისა არის სახელმწიფოზე და ველოდებით ქმედით ნაბიჯებს. მითუმეტეს, ვხედავთ, რომ რამდენიმე თვეა, ახალი გარემოებები შეიქმნა, გვაქვს რუკები მოლაპარაკებების მაგიდაზე, რომელიც არ გვქონდა აქამდე. საინტერესოა, თუ მიმდინარეობს რაიმე პროცესი ამ შერეული კომისიის ფარგლებში, სახელმწიფოს თუ აქვს გადადგმული რაიმე ნაბიჯები, ჯერჯერობით, ჩვენ ეს არ მოგვისმენია". – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ნაბიჯებს ელის საპატრიარქო სახელმწიფოსგან, ​დეკანოზი განმარტავს, რომ უნდა შედგეს შერეული კომისიის სხდომა, სადაც გაგრძელდება მოლაპარაკებები "ახალ გარემოებების" გათვალისწინებით. 

"უნდა იყოს მორიგი კომისიის, შერეული კომისიის სხდომა, სადაც შეხვდება როგორც ქართული მხარე, ისე აზერბაიჯანული მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ რაღაც ტენდენცია გამოჩნდება, რას გვაძლევს ეს რუკები და ახალი გარემოებები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებაში". – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.


 

კომენტარები