კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 479 ახალი შემთხვევიდან თბილისში 191 დადასტურდა, იმერეთში – 90, აჭარაში – 25

iStock [illustration]

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 479 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში 191 დადასტურდა, იმერეთში – 90, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი – 44. 

აჭარაში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 27, შიდა ქართლში - 28, გურიაში - 24, კახეთში - 31, მცხეთა მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 1. 

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 12 700 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 479 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პაციენტი. 

31 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 879 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 258 111 ადამიანი, მათგან 249  028 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 178 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები