დავითგარეჯის საქმე

ჯაღმაიძე მელაშვილზე: რაც მოთხოვა აზერბაიჯანმა ყველაფერი გადაუფორმა, გმირად ნუ აღვიქვამთ

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილმა ყველა მიწა, რაც აზერბაიჯანმა მოსთხოვა, მათ გადაუფორმა. მისივე თქმით, გაუგებარია რატომ აღიქვამენ მას გმირად. 

ამის შესახებ ჯაღმაიძემ ფორმულასთან საუბრისას თქვა

"ერთმნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მისი გმირად წარმოჩენა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. არანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ მან რაიმე ეროვნული გააკეთა, საგმირო, არ გვაქვს.

რაც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ყველა მიწა გაუფორმა, რაც მის კომპეტენციაში იყო. რა გააკეთა ეროვნული ნიშნით მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს გმირად აღვიქვათ, არ ვიცი.

საპატრიარქოს კუთვნილებაა ის ძეგლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და საპატრიარქო პირველ რიგში სახელმწიფოსგან ითხოვს, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა". - ამბობს ჯაღმაიძე. 

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი მელაშვილის "კანდიერებაზე" საუბრობენ. 

სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.  

კომენტარები