აშშ-ს საზღვაო ძალები შავ ზღვაში

აშშ-ს საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში მესამე ხომალდი გაგზავნა

U.S. Naval Forces Europe-Africa/U.S. 6th Fleet

აშშ-ს საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში მესამე ხომალდი გაგზავნა.

გამანადგურებელმა USS Porter-მა რუტინული პატრულირებით 28 იანვარს შეცურა შავ ზღვაში და შეუერთდა გამანადგურებელ USS Donald Cook-ს და Henry J. Kaiser-class-ის საწვავის შემავსებელ USNS Laramie-ს.

"იქნება ეს ჩვენი გემები თუ თვითმფრინავები, ჩვენ აქ ვართ შავ ზღვაში, რათა მხარი დავუჭიროთ ბულგარეთს, საქართველოს, თურქეთს, უკრაინას, რუმინეთს!" - ვკითხულობთ აშშ-ს საზღვაო ძალების ევროპა-აფრიკის/აშშ-ს მეექვსე ფლოტის Twitter-ის გვერდზე.

გამოცემა Breaking Defense წერს, რომ სამი წლის განმავლობაში ეს აშშ-ს საზღვაო ძალების ყველაზე დიდი წარმომადგენლობაა შავ ზღვაში. 

"Arleigh Burke-class-ის მართვადი რაკეტების გამანადგურებელი USS Porter (DDG 78) 2021 წლის 28 იანვარს შევიდა შავ ზღვაში რუტინული პატრულირებით, საპატრულო ესკადრონის VP-46-დან აშშ-ს საზღვაო ძალების P-8A თვითმფრინავთან  და ნატოს საჰაერო სარდლობის თვითმფრინავის E-3A საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემასთან (AWACS) მრავალმხრივი ოპერაციების ჩატარების დროს". - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

პორტერის შემოსვლა აჩვენებს "ჩვენს მუდმივ მზადყოფნას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად" -  ნათქვამია მთავარსარდლის, თომას რალსტონის, განცხადებაში.

როგორც Rferl წერს, საპასუხოდ რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში საკუთარი მობილური სანაპირო დაცვის გემების საწინააღმდეგო სისტემა გაააქტიურა.

კომენტარები