2021 წელს გარდაცვლილები

ლეგენდარული მსახიობი სისელი ტაისონი გარდაიცვალა

96 წლის ასაკში ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და მოდელი სისელი ტაისონი გარდაიცვალა.

ტაისონმა კარიერა როგორც ფოტომოდელმა 50-იანი წლების მიწურულს დაიწყო. 1963-1964 წლებში სერიალ "East Side/West Side"-ში შესრულებული როლით მსახიობმა ისტორია გადაწერა, რადგან გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც სატელევიზიო სერიალში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. 1972 წელს ფილმ "Sounder"-ში შესრულებულმა როლმა "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ნომინაციები მოუტანა. ორი წლის შემდეგ სატელევიზიო ფილმ "The Autobiography of Miss Jane Pittman"-ისთვის მიიღო პირველი ჯილდო ემი. მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში "Green Fried Tomatoes", "Help", "Hoodlum", "Mission Impossible", "Law and Order".

მსახიობს მიღებული აქვს სამი "ემი", ამერიკის კინოაკადემიის საპატიო "ოსკარი" და ერთი "ტონი". 2020 წელს ტაისონი ტელევიზიის დიდების დარბაზის წევრი გახდა. 2016 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან მიიღო თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი.

1978 წლიდან ურთიერთობაში იყო ჯაზმენთან, მაილს დევისთან, 3 წლის შემდეგ წყვილმა იქორწინა. თავის მემუარებში ტაისონი იხსენებს რომ ლეგენდარულ მუსიკოსს კოკაინზე დამოკიდებულების დამარცხებაში დაეხმარა. მსახიობი და ჯაზმენი დევისის სიკვდილამდე 2 წლით ადრე, 1989 წელს დაშორდნენ.

სისელი ტაისონი და მაილს დევისი

"როდესაც სისელ ტაისონი დაიბადა, ექიმებმა გულის მანკის გამო მხოლოდ 3 თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს. მათ არ იცოდნენ რომ სისელის სხვას არ ჰგავს და უნიკალურია. მისმა გულმა არა მხოლოდ 96 წელიწადს იფეთქა, არამედ წარუშლელი კვალი დატოვა სამყაროზე. იმ პერიოდში, როდესაც როლების მიღება მარტივი არ იყო, მსახიობი უარს ამბობდა როლებზე, რომლების შავკანიანი ქალების დისკრიმინაციას ემსახურებოდა. ზოგჯერ ის წლობით არ მუშაობდა, მაგრამ, როდესაც კამერის წინ დგებოდა, სამყარო ხედავდა ძლიერ და ნაკლის მიუხედავად იდეალურ ადამიანს. მე და მიშელმა მას პატივი მივაგეთ, როდესაც თავისუფლების მედალი გადავეცით, ვიცოდით რომ ჩვენს წინ დგას გიგანტი, რომლის მხრებზეც აღვიზარდეთ. მისი მემკვიდრეობა არა მხოლოდ "ემით", "ტონითა" და "ოსკარით" ფასდება, არამედ იმ დამსხვრეული ბარიერებითა და ოცნებებით, რომლებსაც ტაისონმა ხორცი შეასხა". – წერს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა. 

კომენტარები