კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ალბათ, თებერვლის ბოლოს AstraZeneca-ს ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას მივიღებთ

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფომარციით, არის მოლოდინი, რომ საქართველო თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას მიიღებს.

"COVAX-თან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია, გვაქვს მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, ალბათ, AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელიც ყველაზე მეტი თავსდება პირველ კვარტალში COVAX-ის პლატფორმაზე, რამდენიმე ასეულ ათას დოზას საქართველოც მიიღებს, პირველ 3%-ს, რადგან 20% ხომ უნდა მივიღოთ - ამის დიდი იმედი გვაქვს". – თქვა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური დაფარვის პლატფორმის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი. 

მთავრობის მიერ წარდგენილი COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები