ძალიან კარგია რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხიდან გამოუშვეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხელისუფლებას მათ დაპატიმრებაში ეკლესია დაეხმარა. ეკლესიის პატიმრებიც იყვნენ ისინი. ამ სიყალბეზე სამთავრობო პროპაგანდაში მონაწილეობდა საპატრიარქო, განა მხოლოდ არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, არამედ მოსაყდრე შიო, მეუფეები: იობი, ეფრემი, ექვთიმე, ნიკოლოზი და სხვები. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მთლიანად, უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი ახალგაზრდა თანამშრომელი მღვდლები: გურამ ჭარელაშვილი, არჩილ ხაჩიძე, თეიმურაზ ქორიძე, იოანე მჭედლიშვილი და სხვები. უამრავი მღვდელი მონაწილეობდა, აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი. ეს მამა კირიონი ბოლო, 14 დეკემბრის ინტერვიუში ამბობს: ''ეს საქმე მოღალატეობრივად ყარს!''.
tbl.ge/5ebd
დაკოპირდა
წერს Facebook-ზე თეოლოგი ბასილ კობახიძე. აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილმა წევრებმა, ივერი მელაშვილიმა და ნატალია ილიჩოვამ საპატიმრო დღეს, 28 იანვარს დატოვეს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
ამავე თემაზე
- "ფაქტია, რომ პროცესი ჭიანურდება" – სასამართლოში მელაშვილი-ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა
- ადმინისტრაცია: სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების მუშაობაში პრეზიდენტი არ ერევა
- კობახიძე: პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით კარტოგრაფების საქმის ინიციატორები დააჯილდოვა
- მელაშვილი: ჩემი სამსახური გააუქმეს – არ ვიცი რას აპირებენ, რა აქვთ მოფიქრებული
- მშვენიერაძე: არ გაინტერესებთ ღარიბაშვილი ხიდაშელის რუკით რატომ არ იბრუნებს ტერიტორიებს?