CRRC: მოსახლეობის 29%-ის ოჯახის წევრმა ბოლო 12 თვეში დაკარგა სამსახური

CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბოლო 12 თვეში მოსახლეობის 29%-ის ოჯახის რომელიმე წევრმა მაინც დაკარგა სამსახური. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 91%-ის ოჯახის არცერთ წევრს ბოლო 12 თვეში მუშაობა არ დაუწყია. 

კვლევა გასული წლის 8-14 დეკემბერს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით არის ჩატარებული. გამოპასუხების დონე 29%-ია. გამოკითხულია 1 504 ადამიანი, შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით. ინტერვიუები აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე ჩატარდა.  

ცდომილება: 

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის არის +/- 0.7% 
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 2.7% 
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 3.7% 
  • 40% და 60% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 6.4% 
  • 50% ახლოს მყოფი შეფასებისთვის +/- 7.4%

კომენტარები