აშშ

ბლინკენი: ღრმად გვაშფოთებს ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხი

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პოსტის დაკავების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა.

მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე.

"ჩვენ უკვე გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება ალექსეი ნავალნის საკითხთან დაკავშირებით და უფრო ფართოდ რუსეთში არსებულ სიტუაციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ჩემთვის კვლავ შოკისმომგვრელია, როგორი შეშინებული ჩანს რუსეთის მთავრობა ერთი კაცის, ნავალნისაგან. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც შეშფოთებას იწვევს. მათ შორის არის ნავალნისადმი მოპყრობა, ქიმიური იარაღის გამოყენება მისი მოკვლის მცდელობისათვის. ასევე Solar Winds-ის ჰაკერული თავდასხმა. ვაფასებთ ანგარიშებს ამ საკითხზე, ასევე იმ ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა ჯილდო დააწესა ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლაზე და 2016 წელის აშშ-ს არჩევნებში ჩარევაზე.

როგორც ვთქვი, ღრმად გვაშფოთებს ნავალნის უსაფრთხოების საკითხი. მისი ხმა რუსეთის ბევრი მოქალაქის ხმაა და ის უნდა მოისმინონ და არა - ჩაახშონ".

კომენტარები