კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 662 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 171 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 662 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 171 მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 311 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 49, იმერეთში - 163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 127 ადამიანია, აჭარაში- 2, იმერეთში კი - 19. 

28 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 256 287 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 246 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 127 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები