2021 წელს გარდაცვლილები

65 წლის ასაკში მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

1tv

65 წლის ასაკში თეატრისა და კინო მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

მსახიობ აბესალომ ლორიას უფროსმა შვილმა თეატრალური უნივერსიტეტი 1984 წელს დაამთავრა. პირველი როლი ერთი წლის შემდეგ რუსთაველის თეატრის სცენაზე შეასრულა. რუსთაველის თეატრში ასრულებდა როლებს სპექტაკლებში "მერი პოპინსი", "კვაჭი კვაჭანტირაძე", "პალატა 16", "ქალი-გველი", "ირინეს ბედნიერება", "მაკბეტი" და სხვა. ნათამაშები აქვს როლები ფილმებში "ლოლიტა", "გარიგება 2", "ყველაფერი კარგად იქნება", "იდიოკრატია".

მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო "ოქროს ნიღაბი".

კომენტარები